მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.
მთავარი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი იქნება, რომელსაც პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკევიჩი დაეხმარებიან, ხოლო VAR-ის ოთახში ტომაშ კვიატკოვსკი იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ პოლონელი მსაჯი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში პირველად იმუშავებს.
მარჩინიაკმა მიმდინარე მუნდიალზე საფრანგეთი - დანიისა და არგენტინა - ავსტრალიის მატჩები იმსაჯა, ხოლო 2018 წლის მუნდიალზე არგენტინა - ისლანდია და გერმანია - შვედეთი განსაჯა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.