ფეხბურთი

19:42 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრებში "აქლემის ვირუსი" გავრცელდა

საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალამდე სამი დღით ადრე განგაშია. საქმე ისაა, რომ გუნდში „აქლემის ვირუსი“ გავრცელდა.

ნახევარფინალში მაროკოსთან მატჩში აღნიშნული ვირუსის გამო დაიო უპამეკანომ, კინგსლი კომანმა და ადრიენ რაბიომ ვერ ითამაშეს, ახლა კი არსებობს შიში, რომ სხვა ფეხბურთელებიც დაინფიცირებული არიან.

„ვცდილობთ, ფრთხილად ვიყოთ, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. როდესაც ენერგიას ხარჯავ და იღლები, სხეული სუსტდება და ვირუსი ორგანიზმში უფრო ადვილად აღწევს“, - აღნიშნა დიდიე დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და არგენტინის მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.

0.119304