ფეხბურთი

19:10 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "რეალმა" 16 წლის ბრაზილიელი ტალანტი შეიძინა

ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ენდრიკი მადრიდის „რეალში“ გადავიდა. „პალმეირასის“ ვებგვერდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ენდრიკი „რეალს“ 2024 წლის ივლისში შეუერთდება, როდესაც 18 წლის, შესაბამისად, სრულწლოვანი გახდება. ბრაზილიელმა მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

როგორც ესპანური მედია წერს, 16 წლის ფეხბურთელში მადრიდელებმა 70 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ენდრიკმა გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატში 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბრაზილიის ჩემპიონატში გოლი გაიტანა, მან ნეიმარის რეკორდი გააუმჯობესა.

აღსანიშნავია, რომ ენდრიკით „ბარსელონაც“ ინტერესდებოდა და ფეხბურთელთან მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, მაგრამ „რეალმა“ კატალონიურ გრანდს მისთვის ბრძოლაში აჯობა.

0.112802