არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მაურისიო პინედა, რომელსაც 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია, ამბობს, რომ მესი იმდენად კარგადაა ფიზიკურად მომზადებული, 50 წლამდე შეძლებს თამაშს.
„მესი - სრულყოფილებაა. ის 50 წლამდე შეძლებს თამაშს. დღეს ცოტა სხვაგვარად მოქმედებს, მაგრამ ბურთის მიღებისას მაინც სხვებზე სწრაფია. დარწმუნებული ვარ, ეს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი არ არის. ის კვლავაც ითამაშებს და გააგრძელებს დომინირებას.“ - ციტირებს პინედას სიტყვებს derbyderbyderby.it.
ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში არგენტინის ნაკრები საფრანგეთისას შეხვდება. თამაში კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.