კალათბურთი

1:35 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 13 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „პერისტერი“ 86:60 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ქართველმა კალათბურთელმა 21 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. შერმადინმა 7-დან 4 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ H ჯგუფში 4 მოგებით და 1 წაგებით პირველ ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე ბოლო ტურის წინ უკვე გავიდა. მომდევნო და ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი 21 დეკემბერს, „რიტასს“ შეხვდება.

0.114268