ავტოსპორტი

0:44 | 15.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მაკლარენში“ ზაიდლს სტელა შეცვლის

„ფერარიდან“ მატია ბინოტოს წასვლას და მის ადგილზე „ალფა რომეოდან“ ფრედერიკ ვასერის გადაყვანას, სხვა სვლებიც მოჰყვა. კერძოდ, „მაკლარენი“ დატოვა „პორშეს“ გაძლეობაზე რბოლების პროექტის ყოფილმა შეფმა ანდრეას ზაიდლმა, ვინც „ზაუბერს“სათავეში ჩაუდგება. „მაკლარენში“ კი მის ადგილზე „ფერარის“ ყოფილი ინჟინერი ანდრეა სტელა იმუშავებს.

„ზაუბერი“ ფორმულა 1-ში „ალფა რომეოს“ გუნდის სახელით გამოდის, რომელიც მასთან ურთიერთობას მომავალი სეზონის ბოლოს შეწყვეტს. 2026 წლიდან კი „აუდის“ პარტნიორი გახდება.

სტელამ „ფერარიში“ 15 წელი გაატარა და მის დროს, გუნდში მიხაელ შუმახერი, კიმი რაიკონენი და ფერნანდო ალონსო ასპარზობდნენ. გარდა ამისა, მარანელოელთა გუნდში მაშინ მუშაობდნენ ჟან ტოდტი და სტეფანო დომენიკალი. ის „მაკლარენში“ 2019 წელს გადავიდა.

სტელა აქამდე „მაკლარენის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. მთავარი აღმასრულებელი ზაკ ბრაუნი ამბობს, რომ ზაიდლის წასვლის შემდეგ, იტალიელი ინჟინერი გუნდის ერთადერთი არჩევანი იყო.

0.138402