იტალიურმა Sky Sport-მა ხვიჩა კვარაცხელია აურელიო დე ლაურენტისის 18-წლიან ეპოქაში, მას შემდეგ, რაც „ნაპოლის“ მფლობელია, საუკეთესო შენაძენად დაასახელა. როგორც გამოცემა წერს, რომ დე ლაურენტისის არცერთ შეძენილ ფეხბურთელს „ნაპოლიში“ სადებიუტო სეზონში მსგავსი შედეგი არ ჰქონია, როგორიც კვარაცხელიას აქვს.
„უდავო ფაქტია, რომ ბოლო 18 წლის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია აურელიო დე ლაურენტისის საუკეთესო ტრანსფერია „ნაპოლიში“. ქართველის მიერ მოედანზე ნაჩვენები სტატისტიკა ამას ამტკიცებს. სერია A-ში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა, ყოველ 79 წუთში ან გოლს იტანს, ან საგოლე პასს აკეთებს.
ეს არის ის, რამაც „ნაპოლის“ ლიდერის პოზიცია მოუტანა. „აძურიში“ პირველ სეზონში კვარაცხელიას შედეგები დე ლაურენტისის ეპოქაში არავის ჰქონია. არც ბელგიელ დრის მერტენსს, არც არგენტინელ გონსალო იგუაინს და არც ურუგვაელ ედინსონ კავანის. ეს მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის დამსახურებაცაა, რომელიც ქართველის პოტენციალის დახვეწით შემოიფარგლა“, - წერს Sky Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა.