პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდშია და შვებულების პერიოდში „რეალის“ ბაზაზე ვარჯიშობს. ამის შესახებ Relevo იტყობინება.
რონალდუს „სამეფო კლუბში“ დაბრუნება დღის წესრიგში არაა, უბრალოდ ფეხბურთელი ფორმის შესანარჩუნებლად „ვალდებებასის“ ბაზაზე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.
მოგეხსენებათ, რომ კრიშტიანუმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და გუნდის გარეშეა.
ჯერჯერობით, უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 37 წლის თავდამსხმელი. მას ყველაზე ხშირად საუდის არაბეთის კლუბ „ალ-ნასრსს“ უკავშირებენ.