ფეხბურთი

14:11 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ლეივას ტესტირების დროს გულის პრობლემები აღმოაჩნდა და დროებით ფეხბურთის თამაშს წყვეტს

,,ლივერპულის" ყოფილ ფეხბურთელს, ლუკას ლეივას, რომელიც ამჟამად ,,გრემიოს" ღირსებას იცავს, სამედიცინო შემოწმების დროს გულის პრობლემები აღმოაჩნდა და დროებით თამაშის შეწყვეტა მოუწია.



ლუკასი, რომელმაც ,,გრემიოსთან" 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გუნდის წინასასეზონო ვარჯიშებს გამოეთიშა, რადგან სტანდარტული სამედიცინო შემოწმების დროს მისი გულისცემის რითმში ცვლილებები შეინიშნებოდა. ლუკასს მოუწევს დამატებითი ტესტების ჩატარებამდე ფეხბურთის თამაში შეწყვიტოს, მოგვიანებით კი გაირკვევა თუ რამდენად სერიოზულია ლეივას პრობლემა.

ლუკას ლეივა ,,ლივერპულის" ღირსებას 10 წლის განმავლობაში იცავდა, რა დროშიც 247 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 2017 წელს მან ,,ლაციოს" მიაშურა და გასულ ზაფხულამდე რომაული კლუბის ღირსებას იცავდა, სანამ კონტრაქტი არ დაუსრულდა და მშობლიურ კლუბ, ,,გრემიოში" არ დაბრუნდა.

0.117868