ფეხბურთი

11:45 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბერლუსკონი ,,მონცას" ფეხბურთელებს ერთ ავტობუს გოგონებს დაჰპირდა, თუ ,,მილანს" ან ,,იუვენტუსს" დაამარცხებენ

,,მონცას" მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი საშობაო წვეულებაზე გუნდის ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ,,მილანს" ან ,,იუვენტუსს" დაამარცხებენ, გასახდელში ერთი ავტობუსის ოდენობის გოგონები დახვდებათ.



ყოფილი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, ,,მილანს" 1986-2017 წლებში ფლობდა, 2018 წლიდან კი ის ,,მონცას" მფლობელია, კლუბის, რომელიც იტალიის სერია ა-ში ახლახანს აღზევდა.

იგი გუნდის საახალწლო წვეულებაზე მოთამაშეებს ესტუმრა და განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ბიჭები სერია ა-ს ორ გრანდს, ,,მილანს" ან ,,იუვენტუსს" დაამარცხებენ, კარგი საჩუქარი ელოდებათ, ეს კი მათ სტიმულის გაზრდაში უნდა დაეხმაროთ.

ამ მომენტისათვის ,,მონცა" სერია ა-ში 16 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. გუნდი ,,იუვენტუსს" 29 იანვარს, ,,მილანს" კი 18 თებერვალს დაუპირისპირდება.

0.118743