სხვა

10:03 | 14.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მე-5 ადგილით დაასრულა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე 102 კგ. წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძემ ორჭიდის ჯამში 387 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა.



ჩხეიძემ ატაცში ასპარეზობისას სამივე ცდა გამოიყენა, თავი 165/170/174 კილოგრამს გაართვა და ამ მაჩვენებლით მან პირველი მოძრაობა მე-6 ადგილზე დაასრულა.

აკვრაში ქართველმა სპორტსმენმა ორი ცდის გამოყენება მოახერხა, 207 და 213 კგ. აჩვენა და აქაც მე-6 პოზიცია ერგო.

ორჭიდის ჯამში ირაკლი ჩხეიძემ 387 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი დაიკავა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩხეიძემ აკვრაში საქართველოს რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა, რომელიც მანამდე ანტონ პლესნოის ეკუთვნოდა.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, მთავარი ოქროს მედალი კატარელმა ფარეს იბრაჰიმ ელბახმა მოიპოვა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 391 კგ. დააფიქსირა. ვერცხლის მედალოსანი ირანელი რეზა დეჰდარი გახდა 390 კგ.-თი. ბრინჯაოს მედალი კი სომეხმა სამველ გასპარიანმა მიიღო, რომელმაც 389 კგ. დააფიქსირა.

16 დეკემბერს, 04:00 საათზე 109 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე გამოვლენ. ტურნირის ბოლოს, 17 დეკემბერს კი, 01:30-ზე საქართველოს საუკეთესო ძალოსანი, ლაშა ტალახაძე იასპარეზებს.

0.174113