ფეხბურთი

18:10 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი: "მაროკო მხოლოდ დაცვით რომ გამოირჩეოდეს, ნახევარფინალში ვერ გავიდოდა"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მაროკოს ნაკრებთან მატჩის წინ ისაუბრა. როგორც ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, მაროკო მხოლოდ დაცვითი გუნდი არაა და შეტევაშიც კარგად თამაშობს.

„მაროკოს მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო დაცვის ხაზი ჰყავს, რომლის წინააღმდეგ გამოსავალი ვერავინ იპოვა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, ვიპოვით. მაროკო მხოლოდ დაცვითი გუნდია? არა. ასე რომ იყოს, ნახევარფინალში ვერ გავიდოდა. ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც შეტევაშიც კარგად თამაშობს.

არ ვიტყოდი, რომ ტრიბუნებზე მტრული ატმოსფერო იქნება, არ მომწონს ეს ტერმინი. ჩემი ფეხბურთელები მზად არიან და იციან, რად უნდა ელოდონ“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და მაროკოს ნაკრებთა მატჩი 14 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.119184