ფეხბურთი

15:42 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუმ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

იტალიური „რომას“ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ, შესაძლოა, პორტუგალიის ნაკრების თავკაციც გახდეს - გვამცნობს Roma Press.

წყაროს ინფორმაციით, პორტუგალიელთა ახლანდელი დამრიგებელი, ფერნანდუ სანტუში, ყატარის მუნდიალზე მეოთხედფინალში მაროკოს ეროვნულ გუნდთან წაგების შემდეგ (0:1), დიდი ალბათობით, პოსტს დატოვებს.

მოურინიუს კი ნაკრების გაწვრთნას „რომასთან“ შეთავსებით სთავაზობენ. „განსაკუთრებული“ დაინტერესებულა ამ შეთავაზებით.

სანტუშს ახლა ბევრი აკრიტიკებს. მათ შორის, პორტუგალიელების ლეგენდა, ლუიშ ფიგუ. ამ უკანასკნელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სელესაოს“ გავარდნა სანტუშის ბრალია, რადგან გყავდეს გუნდში კრიშტიანუ რონალდუ და ის სათადარიგოთა სკამზე გეჯდეს, დაუჯერებელია.

0.119304