„ჩელსი“ დორტმუნდის „ბორუსიის“ 18 წლის თავდამსხმელით, იუსუფა მუკოკოთი დაინტერესდა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
ლონდონელებმა უკვე დაიწყეს ფეხბურთელთან მოლაპარაკებები, რომელსაც გერმანულ კლუბთან კონტრაქტი გაისად ზაფხულში უმთავრდება. „არისტოკრატებს“ სურთ ახალგაზრდა გერმანელი ტალანტი მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდეს. ისინი იუსუფას მსხვილ კონტრაქტს სთავაზობენ 2028 წლამდე.
მიმდინარე სეზონში მუკოკომ დორტმუნდელთა მაისურით 22 მატჩში 6 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ის გერმანიის ნაკრების სამუნდიალო განაცხადშიც მოხვდა და ყატარის ტურნირზე ერთ მატჩში ითამაშა.