ფეხბურთი

11:52 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ რაშფორდს კვირაში 1 მილიონს გადაუხდის თუ...

„პარი სენ-ჟერემენი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევით, მარკუს რაშფორდით დაინტერესდა. რაშფორდს მანკუნიანელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და გაისად იანვრიდან სხვა კლუბებთან მოლაპარაკების უფლება ექნება. თუ რაშფორდი პარიზულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა, პსჟ მას კვირაში ჯამაგირად 1 მილიონ ევროს გადაუხდის.“ - წერს The Sun.

ინგლისელის ტრანსფერში პარიზლთა პრეზიდენტი, ნასერ ალ-ხელაიფი პირადად ყოფილა დაინტერესებული. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იანვარში აუცილებლად დაურეკავს მარკუსს. ამ დროს მას უკვე უფლება ექნება სხვა კლუბებთან მოლაპარაკება აწარმოოს.

თავის მხრივ, პარიზელთა ინტერესმა „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა გამოაფხიზლა და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დააფიქრა.

რაშფორდმა ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. ინგლისელები ტურნირს მეოთხედფინალში დაემშვიდობნენ, საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან 1:2 წააგეს.

0.121814