კატარში, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას კიდევ ერთი ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
როგორც გაირკვა, 65 წლის როჯერ პირსი, 21 ნოემბერს, აშშ-სა და უელსის ნაკრებთა შეხვედრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. თუმცა, მაშინ ეს ამბავი არ გახმაურებულა და მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
„ნამდვილად სამწუხაროა ჩემი მეგობრისა და ITV Merdian-ის ჟურნალისტის როჯერ პირსის გარდაცვალება. ის კატარში მუშაობის დროს გარდაიცვალა. 5 კვირაში პენსიაზე უნდა გასულიყო“, - წერს, BBC-ის რეპორტიორი და მისი მეგობარი ნილ სტეინსბი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში კატარში ჟურნალისტი გრენტ უოლი და ფოტორეპორტიორი ხალიდ ალ მისლამი გარდაიცვალნენ.