ფეხბურთი

0:02 | 13.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დიასი სამი თვე ვერ ითამაშებს

„ლივერპულის“ ფეხბურთელმა ლუის დიასმა ტრავმა კიდევ ერთხელ მიიღო და 3 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ამის შესახებ ინფორმაცია „წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაავრცელა. როგორც მან თქვა, კოლუმბიელი დისკომფორტს განიცდიდა, რის შედეგადაც ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ოპერაცია სჭირდება.

ლუის დიასმა პირველი ტრავმა 9 ოქტომბერს, „არსენალთან“ მატჩში მიიღო და ვარჯიში ახალი განახლებული ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლუის დიასმა ყველა ტურნირზე 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

0.118404