ბრიტანულმა გამოცემა DailyMail-მა იმ 12 მსაჯის სია მოიპოვა, ვინც შესაძლოა მუნდიალის დარჩენილი 4 მატჩი განსაჯოს. მათ შორის არის საფრანგეთისა და ინგლისის მატჩის მთავარი მსაჯი უილტონ სამპაიოც, რომელმაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის ესპანელი არბიტრი, მატეუ ლაოსი FIFA-მ სახლში გაუშვა. ორგანიზაციამ კიდევ რამდენიმე რეფერის გაუგზავნა მსგავსი წერილი და საბოლოოდ არჩევანი 36-დან 12 მათგანზე შეაჩერა.
აღსანიშნავია, რომ ამ სიაში ვერ მოხვდნენ ქალი არბიტრები, მათ შორის ვერც სტეფანი ფრაპარი, რომელმაც გერმანიისა და კოსტა რიკის შეხვედრა იმსაჯა და გახდა პირველი ქალი, რომელმაც მამაკაცთა მსოფლიო თასზე მთავარ მსაჯად იმუშავა.
იმ 12 მსაჯის სია, რომელთაც შესაძლოა მუნდიალის ფინალში იმსაჯონ:
ენტონი ტეილორი (ინგლისი), დანიელე ორსატო (იტალია), დანი მაკელი (ნიდერლანდები), შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი), აბდულრაჰმან ალ-ჯასიმი (კატარი), მუჰამად აბდულა ჰასან მუჰამედი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), მუსტაფა გორბალი (ალჟირი), სესარ რამოსი (მექსიკა), ისმაილ ელფატი (აშშ), რაფაელ კლაუსი (ბრაზილია), უილტონ სამპაიო (ბრაზილია), ხესუს ვალენსუელა (ვენესუელა).