დუბაიში დასრულებულ ევროპის თასზე (ღია ფორმატი) ქართულმა გუნდმა Georgian Dragons-მა სამ სხვადასხვა კატეგორიაში 3 მედალი მოიპოვა.
გუშინ, 500 მ დისტანციაზე ქართველი სპორტსმენები მე-2 ადგილზე გავიდნენ. მანამდე, დრაკონის ნავებით ასპარეზობაში, Georgia Dragons-მა 200 მ დისტანციაზე სენიორთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამავე კლუბის U24 გუნდმა ასევე 200 მეტრზე ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
ეს არის Dragon Boat, რომელიც 2028 წლიდან გახდება ოლიმპიური სახეობა. შეჯიბრებები იმართება ორ დისტანციაზე - 200 და 500 მ. ტურნირები ტარდება მამაკაცებში, ქალებში, ასევე შერეულ და ასაკობრივ კატეგორიებში U24, Open, Senior.