ჭიდაობა

2:05 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

თავისუფალი ჭიდაობა: საქართველოს ნაკრების წარუმატებლობა მსოფლიო თასზე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულა.

გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილი გუნდი A ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც მონღოლეთი 7:3 დაამარცხა, თუმცა მეორე შეხვედრა მასპინძელი აშშ-ს ნაკრების წინააღმდეგ უშანსოდ, 0:10 წააგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის მსოფლიო ნაკრებს დაუპირისპირდა, თუმცა დიდი წინააღმდეგობა ვერც მას გაუწია და 2:8 დამარცხდა, შესაბამისად, ასპარეზობა დაასრულა. ამ შეხვედრაში თავიანთი ბრძოლები მხოლოდ სოლომონ მანაშვილმა და ვლადიმერ გამყრელიძემ მოიგეს.

0.116484