სხვა

1:33 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ბრაათენმა ვალ დ’იზერში სლალომი მოიგო

მამაკაც სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო თასის ახალ სეზონში, სლალომის პირველი რბოლა საფრანგეთის ვალ დ’იზერში გაიმართა და ის ნორვეგიელმა ლუკას ბრაათენმა მოიგო. მან უკან მოიტოვა ავსტრიელი მანუელ ფელერი და შვეიცარიელი ლოიკ ლეიარი.

ბრაათენისთვის ეს კარიერაში მესამე გამარჯვებაა მსოფლიო თასზე. წინა გამარჯვება მან იანვარში, შვეიცარიის ვენგენში მოიპოვა. 22 წლის ბრაათენის გამარჯვება ზედზედ მეხუთეა, რომელიც ნორვეგიელებმა სლალომში მოიპოვეს. თუმცა ვალ დ’იზერში მასზე მეტად, ამას ფავორიტ ჰენრიკ კრისტფერსენისგან ელოდნენ. მაგრამ ამან მეორე ცდაზე შეცდომები დაუშვა და საბოლოოდ, მეექვსე ადგილს დასჯერდა.

ფელერი გამარჯვებულს 0.84 წამით ჩამორჩა და საფრანგეთში გამართულ მეორე რბოლაშიც მეორედ დასჯერდა მეორე ადგილს. პირველი გიგანტურ სლალომში მოიპოვა.

კრისტოფერსენი სლალომში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია. ის პირველი ცდის შემდეგ ლიდერი იყო, მაგრამ მეორეზე დაშვებულმა შეცდომებმა კვარცხლბეკის მიღმაც კი დატოვა. მასზე წინ გავიდნენ შვედი კრისტოფერ იაკობსენი და ფრანგი ალექსის პინტურო.

0.122164