ფეხბურთი

0:50 | 12.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლორისი: "ჩემთვის სამწუხარო იყო კეინის ასეთ მდგომარეობაში ხილვა"

საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა უგო ლორისმა ჰარი კეინის გაცუდებულ პენალტზე კომენტარი გააკეთა. ლორისი და კეინი წლებია ლონდონის „ტოტენჰემში“ თანაგუნდელები არიან და ამიტომაც, უგომ თქვა, რომ მისთვის სამწუხარო იყო კეინის მსგავს მდგომარეობაში ნახვა.

„საბედნიეროდ კეინმა პენალტი ვერ გაიტანა. ეს კარგია საფრანგეთის ნაკრებისთვის, მაგრამ მე ყოველთვის ვწუხვარ, როცა თამაშის შემდეგ ჩემს თანაგუნდელს ასე მოწყენილს ვხედავ. აუცილებელია გამარჯვებით გახარება, მაგრამ მნიშვნელოვანია მეტოქის პატივისცემა. პატივს ვცემ ჰარის და მწყინს მისი ამ მდგომარეობაში ხილვა. თუმცა, ეს არის ფეხბურთი და ჩვენ მომდევნო ეტაპზე ვართ“, - თქვა ლორისმა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების მაროკოს ნაკრებს 14 დეკემბერს, შეხვდება.

0.111913