ფეხბურთი

22:40 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დინამო თბილისი 17-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

მიხეილ მესხის სახელობის საქართველოს 17-წლამდელთა ოქროს ლიგის 2022 წლის სეზონის გამარჯვებული „დინამო თბილისის“ მეორე გუნდი გახდა.

ჩემპიონი ბოლო ტურში, პარალელურად მიმდინარე ორი შეხვედრის შედეგად გამოვლინდა. „დინამო თბილისის“ მეორე გუნდმა „საბურთალო 2“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლ „საბურთალოს“ პირველ გუნდს 3:1 სძლია. შედეგად, პირველ ადგილზე „დინამო თბილისი 2" გავიდა, მეორე ადგილი „საბურთალოს“ ერგო, ხოლო „დინამო თბილისის“ პირველმა გუნდმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და ოქროს მედლები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა.

GFF.GE

0.07098