მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ განაცხადა, რომ მაროკოს დამარცხება არ არის და ფეხბურთელებს მებრძოლი სულისკვეთება აქვთ. მან მაროკო როკი ბალბოას შეადარა.
„ფეხბურთის თვალსაზრისით ასეთი დიდი ქვეყნების დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ მწველი გულით, ღია სულით, კარგი ტაქტიკით და გულშემატკივრების დიდი სიყვარულით ეს შევძელით. ახლა ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. ასევე ბედნიერი ვარ ესპანეთის გამო, რადგან ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მაროკოსთან წაგება ნამდვილი სირცხვილია. თუმცა, დაინახეს, რომ ჩვენი დამარცხება ადვილი არაა.
დიახ, ტაქტიკა ავიღეთ დიეგო სიმეონესგან პორტუგალიისა და ესპანეთის წინააღმდეგ. არაფრის თქმა არ მინდა, მაგრამ ჩოლომ იცის, რასაც აკეთებს და ამას ძალიან კარგად აკეთებს. ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ღია სივრცეები არ დავუტოვეთ, ვიცოდით, რომ გვყავს ტექნიკური მოთამაშეები, რომელთაც შესაფერის მომენტში შეუძლიათ განსხვავების შექმნა. გარდა ამისა, ძალიან გაგვიმართლა.
საფრანგეთთან შეხვედრა კარგია, რადგან ეს ჩემი მეორე სამშობლოა. წარმოუდგენელი იქნება დეშამის გუნდის წინააღმდეგ თამაში. მაროკოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის როკი ბალბოაა. თუმცა, ეს სულაც არ არის სასწაული, არამედ გუნდის შრომის შედეგია. ესპანეთის შემდეგ ძლიერი პორტუგალია დავამარცხეთ, ყველა დაღლილობამდე იბრძოლა, ეს მხოლოდ ჩვენს მებრძოლ სულისკვეთებას უსვამს ხაზს“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრები ნახევარფინალში 14 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება. მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მუნდიალის ნახევარფინალში გავიდა.