კალათბურთი

2:58 | 11.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 8 ქულა და "ტენერიფეს" მეორე წაგება ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ჟუვენტუტს“ დაუპირისპირდა და 69:78 წააგო. კანარიელები იგებდნენ, მაგრამ ბოლო მეოთხედი 12:30 დათმეს და შესაბამისად, თამაშიც ამიტომ წააგეს, თორემ მანამდე 9-ქულიან უპირატესობას ფლობდნენ.

გიორგი შერმადინმა 21:26 წუთში 8 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 2 წაგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, „რეალს“ უმასპინძლებს.

0.118811