მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მაროკომ აფრიკის ისტორია დაწერა.
„ესპანეთის შემდეგ ასევე მოვახერხეთ პორტუგალიის დიდებულ გუნდთან გამარჯვება. ყველაფერი გავიღეთ. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ვინც ითამაშა, დაღლილობასაც აჯობა! ეს გუნდი მენტალურად ძლიერია. თამაშის წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ აფრიკისთვის ისტორიის დაწერა საჭირო იყო. ჩვენ ეს გავაკეთეთ და მე, ძალიან, ძალიან ვამაყობ მათით“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.