ფეხბურთი

21:52 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუს ცრემლები

პორტუგალიის ნაკრების დიდვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ცრემლები ვერ შეიკავა... ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკოს ეროვნულ გუნდთან მარცხის შემდეგ (0:1), გასახდელისკენ მიმავალი კრიშტიანუ აცრემლდა.

ერადერთი გოლი ხსენებულ შეხვედრაში „სევილიის“ 25 წლის ფორვარდმა, იუსუფ ენ-ნესირიმ გაიტანა.

37 წლის რონალდუსთვის მიმდინარე ტურნირი მეხუთე გახლდათ კარიერაში. მას ყოველ მუნდიალზე გაუტანია, ოღონდ ჯგუფურ ეტაპებზე. სულ მან 22 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატებზე და 8 გოლი გაიტანა.

მაროკოს ნაკრები კი ნახევარფინალში ინგლის-საფრანგეთის წყვილის გამარჯვებულთან ითამაშებს. ეს მატჩი თბილისის დროით დღეს, 10 დეკემბერს, 23 საათზე დაიწყება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.

0.117029