ფეხბურთი

17:35 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესი: "მსაჯს უნდა, რომ ესპანეთის შემდეგ ჩვენც გავვარდნილიყავით"

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესმა ნიდერლანდებთან მატჩის მსაჯი ანტონიო ლაოსი გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, ესპანელ მსაჯს არგენტინის ტურნირიდან გაგდება სურდა.

„ყველაზე ცუდი მსაჯი იყო. თამაშს 10 წუთი უმიზეზოდ დაამატა, მას უნდოდა, რომ წაგვეგო. ის მსაჯი გიჟი და ამპარტავანია. მას შემდეგ, რაც ესპანეთი გავარდა, უნდოდა, რომ ჩვენც გავვარდნილიყავით“, - თქვა ემილიანო მარტინესმა თამაშის შემდეგ.

ნიკოლას ოტამენდიმ კი დაასახელა მიზეზი, რის გამოც გამარჯვება ნიდერლანდელების წინაშე იზეიმა:

„ერთი ნიდერლანდელი ფეხბურთელი ყოველ პენალტზე პროვოკაციას გვიწყობდა და გველაპარაკებოდა. ამიტომაც, აღვნიშნე ასე“, - თქვა ოტამენდიმ, მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელი არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში ხორვატიას შეხვდება.

0.121785