ფეხბურთი

17:04 | 10.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

დე როონი მესიზე: "კოშმარულად ქცეული ოცნების წინააღმდეგ ვითამაშე"

ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა მარტენ დე როონმა არგენტინასთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. როგორც მან დაწერა, ლიონელ მესი ყველა მოთამაშეს ოცნება იყო, მაგრამ ის მისთვის კოშმარულ ოცნებად იქცა.

„როცა პატარა ვიყავი, მამაჩემი მეუბნებოდა არგენტინის კოშმარზე, 1978 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. როცა კარიერას ვიწყებდი, ყველა ფეხბურთელის ოცნება მესი იყო. დღეს, კოშმარულად ქცეული ოცნების წინააღმდეგ ვითამაშე. ვულოცავ არგენტინას, მაგრამ ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ“, - დაწერა დე როონმა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

0.116778