ხორვატიის ნაკრების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი მსოფლიოს ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა და ტურნირის რეკორდსმენი გახდა.
მან მიმდინარე მუნდიალზე 4 პენალტი მოიგერია, მუნდიალის ისტორიაში კი მასზე მეტი პენალტი არავის მოუგერიებია. ლივაკოვიჩმა 3 პენალტი იაპონიასთან უკუაგდო, ერთი კი - ბრაზილიასთან.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის დომინიკ ლივაკოვიჩი ზაგრების „დინამოში“ თამაშობს.