საერთაშორეისო ჩოგბურთის ერთიანობის სააგენტომ (ITIA) პოლონელ ჩოგბურთელ კამილ მაიჩრჟაკს დროებითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რისი მიზეზიც, დოპინგ ტესტის ჩაგდება გახდა. მოთამაშე ამბობს, რომ აკრძალული პრეპარატი შეგნებულად არ მიუღია და ამიტომ, მისთვის ეს ამბავი „უზარმაზარი შოკი“ აღმოჩნდა.
რეიტინგში 77-ე ადგილზე მყოფი მაიჩრჟაკი, ვინც ოქტომბერში სამხრეთ კორეაში, ბუსანის ჩელენჯერის ტურნირი მოიგო და ინდოეთის პუნეს ტურნირზე ნახევარფინალს მიაღწია, არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა პრეპარატის გამოყენებაში ამხილა ტესტმა.
ITIA აცხადებს, რომ მაიჩრჟაკმა სინჯები სოფიაში (სექტემბერში), იაპონიასა და სეულში (ოქტომბერში) ჩააბარა და სამივე სინჯში სამი აკრძალული სუბსტანცია აღმოჩნდა. ჩოგბურთელი ირწმუნება, რომ შეგნებულად არასდროს გამოუყენებია აკრძალული პრეპარატები და რომ წარმოდგენა არ აქვს, საიდან მოხვდა მის სინჯებში ეს წამლები.