ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ პოსტი დატოვა. ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.
გამოცდილმა სპეციალისტმა გადადგომის გადაწყვეტილება ხორვატიასთან წაგების შემდეგ მიიღო. ჯერჯერობით, ცხადია უცნობია, ვინ იქნება „სელესაოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი.
„მტკივნეული მარცხია, მაგრამ საკუთარ თავთან მშვიდად ვარ. ბრაზილიის ნაკრებში ჩემი ციკლი დასრულდა, ეს გადაწყვეტილება წლინახევრის წინ მივიღე“, - თქვა ტიტემ.
ტიტე ბრაზილიის ნაკრებს 2016 წლიდან ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ მეოთხედფინალში დამარცხდა, 2018 და 2022 წლებში, ხოლო 2019 წელს კოპა ამერიკა მოიგო.