ხორვატიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალშია და კატარის სტადიონებზეც ივანას შოუ გრძელდება.
ალბათ არ არსებობს გულშემატკივარი, რომელიც ახლა ხორვატ ლამაზმანზე პოპულარულია, რომელიც კატარში გამომწვევი ჩაცმულობით საყოველთაო ყურადღების ქვეშ მოექცა და ყველა მასზე ლაპარაკობს.
ივანა კნოლი ხორვატიის ნაკრების მატჩებს არ ტოვებს და მიუხედავად იმისა, რომ კატარში აკრძალვებია და ჩაცმულობის გამო პატიმრობაც ემუქრებოდა, აგრძელებს თავისი სამშობლოს მხარდაჭერას.
ამჯერად ივანა ბრაზილიასთან მატჩს დაესწრო, მაგრამ სტადიონის დაცვასთან დაპირისპირება მოუწია. ფოტოებიდან ჩანს, რომ „ედუქეიშენ სითი სთედიუმის“ დაცვის თანამშრომლები ივანათი კმაყოფილები არ არიან, თუმცა, რა გახდა შელაპარაკების მიზეზი, ამ ეტაპზე ოფიციალურად უცნობია (დიდი ალბათობით, ისევ მისი ჩაცმულობა).
მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა - ივანამ თამაშს ბოლომდე უყურა და ხორვატიის ისტორიული გამარჯვების მოწმეც გახდა. თან, ხორვატიის ნაკრებს წინ კიდევ ორი თამაში ელოდება და ივანას სილამაზით ტკბობა კატარის სტადიონებიდან კიდევ შესაძლებელი იქნება.