ფეხბურთი

14:30 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

კაპელო: "მუნდიალმა გამოაჩინა, რომ ცრუ ცხრიანი მნიშვნელოვანი აღარაა და ცენტრფორვარდი საჭიროა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელი ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრები ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნახევარმცველი სოფიან ამრაბატი.

კაპელომ ასევე აღნიშნა, რომ მუნდიალმა ცენტრფორვარდის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოაჩინა.

„მომეწონა მაროკოს ნაკრები, რადგან დაცვაში ყურადღებით თამაშობს, შეტევის ფაზაში კი - სწრაფად. ზიეშის და ჰაკიმის გარდა, თუ ფეხბურთელი უნდა გამოვარჩიო, ამრაბატს ვიტყოდი. ის ზოგადი ბალანსისთვის ფუნდამენტურია და წარმოუდგენლად დარბის. წავიკითხე, რომ ესპანეთთან 14 კილომეტრი დაფარა, მას მაროკოს გატუზოდ მივიჩნევ.

ასევე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატით „ცრუ ცხრიანის“ ფუნქცია გაქრება და ამ ფორმულას დავემშვიდობებით. ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ კონტექსტში შეიძლება ამან კიდევ იმუშაოს, მაგრამ სისტემად ვერ იქცევა. ფეხბურთში ცენტრფორვარდის ფიგურა ფუნდამენტური რჩება“, - თქვა კაპელომ.

0.117453