ფეხბურთი

12:31 | 9.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ბელინგემისთვის 6-წლიანი კონტრაქტი მოამზადა

ინგლისური „ლივერპული“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის შეძენას ცდილობს.

როგორც ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამჟამად ინგლისელი ნახევარმცველისთვის ბრძოლაში „წითლები“ ლიდერობენ. „ლივერპულს“ ბელინგემისთვის 6-წლიანი კონტრაქტი მზად აქვს.

თუმცა, „ლივერპულის“ გარდა, ჯუდით მადრიდის „რეალიც“ სერიოზულ ინტერესს იჩენს.

შეგახსენებთ, ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდს“ 2020 წელს „ბირმინგემ სიტიდან“ შეუერთდა და 156 მატჩში 23 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში მას 21-ჯერ აქვს ნათამაშები და 1 გოლი მიითვალა, მიმდინარე მუნდიალზე ირანის ნაკრებს გაუტანა.

0.115425