ფეხბურთი

22:55 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ბრაზილიელი ტალანტისთვის ბრძოლაში "რეალმა" გაიმარჯვა

„პალმეირასის“ ნიჭიერი ფეხბურთელი ენდრიკი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

იტალიელი ინსაიდერის ცნობით, მხარეებმა ყველა დეტალზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. „რეალი“ 16 წლის ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს გადაიხდის, პლუს ამას 12 მილიონ ევროს გადასახადებისთვის გაიღებს.

„სამეფო კლუბს“ ენდრიკი 2024 წელს შეუერთდება, როცა სრულწლოვანი გახდება და ესპანურ გრანდთან 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ენდრიკი ბრაზილიაში უნიჭიერეს ფეხბურთელად მიიჩნევა და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ბრაზილიის ჩემპიონატში გოლი აქვს გატანილი და ამ თვალსაზრისით ნეიმარის რეკორდი მოხსნა. გასულ სეზონში მან 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

ბრაზილიელით „ბარსელონა“ და სხვა გრანდებიც ინტერესდებოდნენ, მაგრამ „რეალმა“ ყველას აჯობა.

0.115378