ფეხბურთი

21:10 | 8.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალი: "დი მარია ყოველთვის უცნაური ადამიანი იყო"

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა არგენტინასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. მან ანხელ დი მარიას კომენტარსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დი მარია ყოველთვის უცნაური ადამიანი იყო.

„ანხელი ყოველთვის ცოტა უცნაური ადამიანი იყო. მემფის დეპაი ჩემს გვერდით ზის, ისიც იქ იყო, ჰკითხეთ რა მოხდა. როგორც ხედავთ, მე და მემფისს ის გვაქვს ურთიერთობა, შემიძლია ახლა ტუჩებში ვაკოცო კიდეც (იღიმის - რედ). ასე რომ, ეს მხოლოდ დი მარიას შეხედულებაა. არ მინდა ამ თემაზე შეჩერება, წინ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

არგენტინა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი და სერიოზულია მეტოქეა, მაგრამ მათი შეჩერების გეგმა გვაქვს. ეს არ არის მესის წინააღმდეგ მატჩი, ეს არის თამაში გუნდთან და გოლის გატანა ყველას შეუძლია. გუნდურად ვიმოქმედებთ და ეს არის ერთადერთი გზა წარმატების მისაღწევად, დანარჩენს კი მატჩის დროს ვნახავთ“, - თქვა ვან გაალმა.

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია ლუის ვან გაალთან „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობდა და არგენტინელმა თქვა, რომ მის კარიერაში ვან გაალი ყველაზე ცუდი მწვრთნელი იყო. დი მარიას თქმით, „მანჩესტერში“ მას ვან გაალის გარდა, სხვა პრობლემა არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და არგენტინის მატჩი 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

0.124032