„ტოტენჰემისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, თავისი ყოფილი შეგირდები, კილიან მბაპე და ჰარი კეინი შეადარა.
„კეინი ყოველთვის მომართულია, კონცენტრირებული. მბაპე კი მისი ანტიპოდია, თუ ის ბურთს არ ეხება, ესე იგი, მოდუნებულია.“ - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს The Athletic.
მიმდინარე სეზონში კეინმა „ტოტენჰემის“ მაისურით ყველა ტურნირში, 22 მატჩში 13 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. მუნდიალზე კი ინგლისის ნაკრების შემადგდენლობაში ერთხელ გამოიჩინა თავი და სამი საგოლე პასი მიითვალა.
მბაპემ პსჟ-ის მაისურით 20 მატჩში 21 ბურთი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა. მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებში ხუთჯერ გამოიჩინა თავი და სამჯერ პარტნიორებს გაატანინა.