ისრაელის თასზე ლევან კუტალიას „ნეს ციონამ“ ჰაიფას „ჰაპოელი“ 5:4 დაამარცხა, ხოლო ქართველმა თავდამსხმელმა გოლი გაიტანა.
კუტალიამ 25-ე წუთზე შეძლო თავის გამოჩენა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გოლს საგოლე პასი დაუმატა. მან ძალიან კარგი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ეს მოქმედება დაუფასდა - ალმოგ ბუზაგლომ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.
მიმდინარე სეზონში კუტალიას ყველა ტურნირზე ჩატარებულ 14 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის 3 გოლი ისრაელის უმაღლეს დივიზიონში მიითვალა.