ინგლისური „ლივერპული“ ჯუდ ბელინგემის შეძენას გეგმავს. ინფორმაციას ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, „წითლები" ახალგაზრდა ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ინგლისელებს ბელინგემის დამატების უფრო დიდი შანსი აქვთ, ვიდრე მადრიდის „რეალს“. ამ ფაქტს ისიც ამყარებს, რომ 19 წლის ნახევარმცველის მშობლებს, ურჩევნიათ, ჯუდმა „ენფილდზე“ ითამაშოს.
ბელინგემმა მიმდინარე სეზონში „დორტმუნდში“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით 22 თამაში ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. „ლივერპულამდე“ და „რეალამდე" ფეხბურთელის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედი“ იყო დაინტერესებული, თუმცა, „წითელი ეშმაკები“ ინგლისელი ფეხბურთელისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.