ბრაზილიელი ტალანტი ენდრიკი, ესპანურ გრანდში გადასვლას უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
,,პალმეირასის" უნიჭიერეს შემტევსა და ,,სამეფო კლუბს შორის" მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. ,,რეალ მადრიდი" მზადაა ენდრიკის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები არ დასრულებულა, თუმცა ,,გალაქტიკოსს" სურს, რომ ენდრიკის შეძენა რაც შეიძლება დააჩქაროს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ბრაზილილი გუნდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წელი შეუსრულდება.
ენდრიკისთვის ბრძოლაში ,,პარი სენ-ჟერმენიც" იყო ჩართული, თუმცა ,,პალმეირასმა" მათი შემოთავაზება დაბლოკა. ენდრიკ ფელიპე ,,პალმეირასის" უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც გუნდთან ერთად 2022 წელს ბრაზილიის ჩემპიონატიც მოიგო.