მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ფეხბურთელი, პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის შესახებ არაერთი ცნობა გავრცელდა, ამჯერად კი ექიმები დამაიმედებენ ინფორმაციას გვაწვდიან.
ბრაზილიელი ექიმების განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა პროგრესულად უმჯობესდება, განსაკუთრებით კი რესპირატორული ინფექციის კუთხით. ისი სტანდარტულ პალატაში იმყოფება სატბილური სასიცოცხლო მაჩვენებლებით. გარდა ამისა, იგი გონზეა და არც რაიმე სახის ტკივილებს განიცდის.
82 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ წერილიც გამოაქვეყნდა, სადაც გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. მას შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ,,პალიატურ მზრუნველობაზე" გადაიყვანეს, რადგან მისი მკურნალობა ქიმიოთერაპიას აღარ ექვემდებარებოდა, რაც მისმა ქალიშვილებმა უარყვეს.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელებმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, სწორედ ლეგენდარული პელეს ბანერი გამოიტანეს მოედანზე და ასე დაუჭირეს მას მხარი.