ფეხბურთი

13:39 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ დესტის გამოსყიდვას ეცდება

„მილანი“ „ბარსელონას“ მცველის, სერჯინო დესტის გამოსყიდვას აპირებს. 22 წლის ფეხბურთელი იტალიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა - გვამცნობს Corriere dello Sport.

დესტი ნიდერლანდებში დაიბადა, მაგრამ აშშ-ის ნაკრების ღირსებას იცავს. საინტერესოა, რომ ამერიკელები სწორედ ნიდერლანდებმა გამოთიშეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან. მერვედფინალში ლუი ვან გალის შეგირდებმა 3:1 მოუგეს გრეგ ბერჰარტლერის გუნდს.

ტურნირზე დესტმა ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილიობა. ჯამში 309 წუთს დაჰყო მინდორზე და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

„ბარსელონასთან“ მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

0.112894