11:20 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

გავი: „გვინდა ესპანეთი ამაყობდეს ჩვენი ფეხბურთით“

მსოფლიო ჩემპიონატის მაროკოსთან მერვედფინალური მატჩის წინ, ესპანეთის ნაკრების ჭაბუკმა ნახევარმცველმა, გავიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ეს მსოფლიო ჩემპიონატია. ფლეი-ოფი. მაროკოსთან ძალიან რთულ მატჩს ველი. უკვე ვნახეთ, რომ მათ შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავთ, როგორც ცალკე, ასევე გუნდურად .

ყველა ნაკრებს პატივს ვცემ, მაგრამ არავისი მეშინია. მართალია ბრაზილია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, მაგრამ ამაზე ფიქრი ახლა უაზრობაა. კონკრეტულ მეტოქეზე უნდა ვიფიქროთ. ეს იაპონიასთან მატჩმაც დაადასტურა.

ვეთანხმები ჩვენს მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, როცა ამბობს ფეხბურთი შოუ, სანახაობააო. გვინდა ესპანეთი ჩვენი ფეხბურთით ამაყობდეს.“ - ციტირებს გავის სიტყვებს Marca.

ესპანეთისა და მაროკოს მერვედფინალური მატჩი დღეს, 6 დეკემბერს გაიმართება ქალაქ ერ-რაიანში და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

0.116397