ფეხბურთი

10:53 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

პაულუ ბენტუმ სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან წაგების შემდეგ (1:4), სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ ბენტუმ, თანამდებობა დატოვა.

„მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ჩემი მომავალი კი კორეელ ფეხბურთელებთან აღარ არის დაკავშირებული. ახლახან ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მათაც და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც.

ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ სექტემბერში მივიღე. მოთამაშეებს კი დიდი მადლობა, მათ ყველაფერი გაიღეს წარმატებისთვის. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვიყავი.“ - ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს Sky Sports.

პაულუ ბენტუ სამხრეთკორეელებს 2018 წლიდან წვრთნიდა.

0.118396