ფეხბურთი

3:04 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ტრავმის გამო ძალიან შემეშინდა, მხოლოდ თასის მოგებაზე ვფიქრობთ"

ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა ნეიმარმა სამხრეთ კორეასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მხოლოდ ტიტულის მოგებაზე ფიქრობენ, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე უნდა იფიქრონ.

"ძალიან შემეშინდა ტრავმის გამო, რადგან ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, ძალიან კარგი სეზონი მქონდა. უკიდურესად უსიამოვნო იყო ასეთი დაზიანების მიღება. მერე მთელი ღამე ვტიროდი, ჩემმა ოჯახმა იცის ამის შესახებ. მაგრამ ყველაფერი გამოვიდა.

დროა წავიდეთ უფრო შორს, ვიდრე წინა მუნდიალებზე. ვოცნებობთ თასზე, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. ეს ჩვენი მეოთხე მატჩი იყო, კიდევ სამი დარჩა. ჩვენ კარგად ვართ მომზადებული და კონცენტრირებულები ტიტულზე ვართ“, - თქვა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხორვატიის ნაკრებს შეხვდება.

0.116864