ფეხბურთი

2:34 | 6.12.2022 | ნანახია [] - ჯერ

როი კინი ბრაზილიელების ცეკვაზე: "ეს ცუდია, მეტოქის უპატივცემულობაა"

ლეგენდარულმა ირლანდიელმა ფეხბურთელმა როი კინმა ბრაზილიელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ სამხრეთ კორეასთან მატჩში ოთხივე გოლი ცეკვით აღნიშნეს. როგორც კინმა თქვა, ეს მეტოქის უპატივცემულობაა.

„ამდენი ცეკვა არასდროს მინახავს. ცეკვავენ ვარსკვლავების ყურებას ჰგავდა და ეს არ მომეწონა. მესმის, რომ ეს კულტურის ნაწილია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უპატივცემულობაა მეტოქის მიმართ.

ოთხი გოლი გავიდა და ყოველ ჯერზე ცეკვა მოჰყვა. პირველად ეს შემაწუხებელი არ იყო, მაგრამ მათ გააგრძელეს ცეკვა და მწვრთნელიც შეუერთდა. ეს არ იყო სასიამოვნო და არ არის კარგი“, - თქვა კინმა.

0.115683