მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე ჰყავთ, მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა.
„ძალიან რთული მატჩი იქნება, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს და ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ვეთამაშებით. თუ ესპანეთს დავამარცხებთ, კარგი სიურპრიზი იქნება ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი გზავნილი გუნდისადმი თავიდანვე ნათელია - მეოთხედფინალში თამაში გვინდა. ესპანეთის ნაკრებს ბურთის ფლობა უყვარს, რაც ზიანს აყენებს მეტოქეს, მაგრამ ასევე გულშემატკივარსაც. ასეთი ფეხბურთი ფანებისთვისაც მოსაწყენია“, - თქვა რეგრაგიმ.
შეგახსენებთ, რომ მაროკოსა და ესპანეთის მატჩი 6 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.