ესპანური გამოცემის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავი 2023 წლის 1-ელი იანვრიდან საუდის არაბეთის კლუბ "ალ ნასრს" შეუერთდება და წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
კრიშტიანუ რონალდუ "ალ ნასრთან" 2.5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში 200 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რითაც მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და ისეთ მოთამაშეებს გადაასწრებს, როგორებიც კილიან მბაპე (120 მილიონი), ლეო მესი (120 მილიონი), ნეიმარი (87 მილიონი) და მოჰამედ სალაჰია (53 მილიონი).
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ორმხრივი ურთიერთშეთანხმების შედეგად დატოვა, მის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს კი სწორედ საუდის არაბეთის კლუბი იჩენდა.