პოპულარულმა იტალიურმა გაზეთმა Corriere dello Sport-მა ,,ნაპოლის" შანსების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც სკუდეტოსთვის ბრძოლის მთავარ იარაღად ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის დუო მიიჩნია.
,,წლის დასაწყისში ეს უბრალოდ საზაფხულო ეჭვი იყო, ან უბრალოდ რწმენა, მაგრამ რამდენიმე თვის და ამ ორი ადამიანის მიერ გატანილი 18 გოლის შემდეგ, ისტორია სერიოზული გახდა: ოსი და კვარა მზად არიან მთავარ გვერდზე დაბრუნდნენ. ისინი მზად არიან სირბილს, დრიბლინგს და გოლების გატანას დაუბრუნდნენ, ზუსტად ისე, როგორც ამას სეზონის პირველ ნახევარში აკეთებდნენ, თუმცა ეს ცოტა შემთხვევაში ვნახეთ. ოსიმენის კუნთისა და კვარაცხელიას ზურგის ტრავმის გამო მათ ერთად მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარეს - ცოტაა ხომ? თუმცა ის საოცრებები, რათ მათ ჩაიდინეს ნამდვილად შთამბეჭდავია. და ზაფხულის ეჭვები ზამთარში, უფრო ზუსტად კი საშობაოდ 2023 წლის პერსპექტივად გადაიქცა: ახლა ჯერი მათზეა, მორბენალზე და ჟონგლიორზე, რომელთა დავალებაც სკუდეტოს სპრინტში ჩართვაა.
სწორედ ამ ორი საშინლად კარგი და ამბიციური ბიჭის გოლებისა და თამაშების სჯერა ლურჯი პლანეტის თითოეულ ბინადარს. ეს არის ისტორია გუნდისა, რომელსაც არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერები, როგორც სპალეტი უწოდებს მას, მაგრამ ასევე არის ორი პარალელური სამყაროს რომანი, რომლებიც ერთმანეთს ოცნებების კარიბჭესთან ხვდებიან, რომელსაც სკუდეტო ეწოდება. თქვენ გაქვთ გასაღებები: და ეს ყოველთვის ოსის და კვარას ნაპოლი იქნება." - წერია სტატიაში.